ქვეშეთი-კობის ახალ გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა
ქვეშეთი-კობის ახალ გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა. ხადის ხეობაში თაღის ორი ნაწილი შეაერთეს. ხიდი 437 მეტრი სიგრძის იქნება და გზა ხეობის ფსკერიდან 166 მეტრის სიმაღლეზე გაივლის. ამ ზომის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 23-კილომეტრიანი გზა დუშეთსა და ყაზბეგს დააკავშირებს. ჯვრის უღელტეხილის ქვეშ ორივე 9-კილომეტრიანი გვირაბი უკვე გაჭრილია. გზის გახსნის შემდეგ სატვირთო მანქანები გუდაურის საკურორტო ზონას გვერდს აუვლიან. პროექტის ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია.













