უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით და კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გააძევეს, ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, რუსეთის, იემენის, ლიბანის, ნიგერიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებათ













