პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დამოუკიდებლობის დღე მემარჯვენე ძალებმა გრანდიოზული მსვლელობით აღნიშნეს
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დამოუკიდებლობის დღე მემარჯვენე ძალებმა გრანდიოზული მსვლელობით აღნიშნეს. ღონისძიებაში პრეზიდენტი კაროლ ნავროცკიც მონაწილეობდა. მსვლელობის წლევანდელი სლოგანი იყო „პოლონელები საკუთარი მიწის ბატონ-პატრონები არიან.” აქციის ორგანიზატორების შეფასებით, მსვლელობაში ნახევარი მილიონამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, მონაწილეთა რიცხვი 120 ათასიდან 160 ათასამდე იყო. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დედაქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები იყო მობილიზებული.













