დღე მე-11, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა 12 საათზე განახლდება
დღე მე-11, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა 12 საათზე განახლდება. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობები, რევოლუციური სცენარების ორგანიზება და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება - ეს არის სარჩელის ავტორების მთავარი ბრალდება, რომელიც 88 დეპუტატის ხელმოწერილ დოკუმენტში არგუმენტებითაა გაჯერებული. მოსამართლეებმა კითხვებზე პასუხები დღეს, სწორედ ოპოზიციისგან უნდა მოისმინონ.














