მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში გაეროს კლიმატის კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც მსოფლიო ლიდერებს უკვე მიმართა. გამოსვლისას კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ მთავარ გლობალურ გამოწვევად დაასახელა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პრეზიდენტმა გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს მშვიდობას, სტაბილურობასა და საერთაშორისო დიალოგს. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ჩინეთისა და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტებს, სომხეთისა და ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებსა და ბრაზილიის პრეზიდენტს.













