ირანი, თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს, რაც მისი ომამდელი სიმძლავრის ნახევარია - ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ დასავლური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს
ირანი, თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს, რაც მისი ომამდელი სიმძლავრის ნახევარია. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ დასავლური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. წყაროების ცნობით, იმის მიუხედავად, რომ თებერვალში ამერიკისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის კონვენციური სამხედრო ძალები თითქმის მთლიანად განადგურდა, ქვეყანას სავარაუდოდ ჯერ კიდევ აქვს 1 700-მდე ბალისტიკური რაკეტა და მათ წარმოებას აგრძელებს.













