განათლების მინისტრმა ჩინეთში, ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
განათლების მინისტრმა ჩინეთში, ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. გივი მიქანაძემ საქართველოს განათლების სისტემასა და ჩინეთთან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე ილაპარაკა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ლექციის შემდეგ მინისტრი გაცვლითი პროგრამით ლანჭოუში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათი გამოცდილება მოისმინა. მიქანაძემ უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრებიც დაათვალიერა, მათ შორის კვანტური თეორიის ლაბორატორია. იშვიათი იზოტოპების სასაზღვრო მეცნიერებათა ცენტრი, ასევე უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს სამედიცინო შემოწმებისა და სამეცნიერო სადამკვირვებლო სადგურების მართვის ცენტრები













