დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში „ბიბისის“ წინააღმდეგ დიდი გამარჯვება მოიპოვა
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში „ბიბისის“ წინააღმდეგ დიდი გამარჯვება მოიპოვა. „დიდი გამარჯვება „ფეიკ ნიუს“ ბიბისის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად ამახინჯებს სიმართლეს. ფლორიდის სამხრეთ ოლქის მოსამართლემ ჯეფრი კუნცმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ მედიასაშუალებამ ჩემზე ფეიკ-სიუჟეტი შექმნა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და დავამარცხებთ ყველას, ვინც ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს,“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი.



















