პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.



















