ამერიკის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო, საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა
ამერიკის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო, საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის მაღალჩინოსნის მიერ შედგენილ დოკუმენტში ნათქვამია რომ ირანმა გააძლიერა ამერიკულ პერსონალზე თავდასხმის მცდელობები და თეირანის მიერ ამერიკის მოქალაქეებზე თავდასხმის გეგმებმა “განვითარების მოწინავე ეტაპს“ მიაღწია.



















