სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები განახლდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები განახლდა. ცვლილებების საფუძველი 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები გახდა. 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობა 208 ათას 500 კაცით, 5.6 მეათედი პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით შესამჩნევი ზრდა 2022 წლიდან დაფიქსირდა, მომდევნო სამ წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 170 ათასით გაიზარდა. ამ ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი მიგრაციულმა პროცესებმა ითამაშა. მოსახლეობის ზრდა ძირითადად თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სხვა რეგიონებში კი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა.



















