პარლამენტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
პარლამენტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. დოკუმენტის კორექტირებულ ვარიანტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცნობს. ფინანსები მთელი რიგი მიმართულებით იზრდება. მათ შორის ზრდა არის დაგეგმილი როგორც პენსიების ასევე ხელფასების კუთხით. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა.



















