ევრონიუსის ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს
ევრონიუსის ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ - ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენ. პარალელურად უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, უნგრეთმა ისევ უარი თქვა უკრაინისთვის მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე.



















