პრემიერ-მინისტრი დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ილაპარაკებს. ხვალ კი მთავრობის მეთაური სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა არის დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.



















