უკან08 ნოემბერი 2026, 14:20
საერთაშორისო კონკურსს „ოპერა ქრაუნს“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს
საერთაშორისო კონკურსს „ოპერა ქრაუნს“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს. 24 ქვეყნიდან 55 ახალგაზრდა ოპერის მომღერალი მონაწილეობს. კონკურსი სამ ტურს მოიცავს და მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. კონკურსის დასკვნითი ეტაპი საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.
გაზიარება












