სლოვაკეთმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრა
სლოვაკეთმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრა. პრემიერ რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ ევროკავშირი ქვეყანას რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტასაც მოსთხოვს, სლოვაკეთი სასამართლოს კვლავ მიმართავს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსული თხევადი გაზის იმპორტი 2027 წლის პირველი იანვრიდან უნდა შეწყდეს, მილსადენით გაზის მიწოდება კი იმავე წლის შემოდგომიდან. სლოვაკეთი რუსულ გაზს „თურქული ნაკადით“, ნავთობს კი უკრაინაში გამავალი მილსადენებით იღებს.












