როგორ იცვლება საადვოკატო საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
როგორ იცვლება საადვოკატო საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ამ თემას ეძღვნება საერთაშორისო კონფერენცია და ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღეს ეძღვნება. მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა მიმართა. პაატა სალიას განცხადებით, ადვოკატის საქმიანობის ცენტრში ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა. მინისტრმა კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში ადვოკატების გამოცდილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა. უფლებების ეფექტიან დაცვასა და უფასო იურიდიულ მომსახურებაზე 200-ზე მეტი მონაწილე მსჯელობს. მათ შორის არიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები და ხელისუფლების წარმომადგენლები.












