ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააცილეს. ჩინეთის დელეგაცია საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტი შეაჯამა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა აჩვენებს, რა მნიშვნელობას ანიჭებს პეკინი საქართველოს რეგიონში. დიპლომატმა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით ბიზნესწრეებთან შეხვედრის მნიშვნელობაც გამოყო.












