ამერიკელი დემოკრატები კონგრესში უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებენ
ამერიკელი დემოკრატები კონგრესში უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებენ. ცნობას „ფაინენშალ ტაიმსი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ როცა დემოკრატები კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ, ისინი საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენებას ეცდებიან უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დამატებითი საქნციების დასაწესებლად. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ მანამდე კონგრესში დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობზე ე.წ. ლინდსი გრესმის კანონპროექტში შესწორებების შეტანა იქნება.












