ნუნუ დუღაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართა
ნუნუ დუღაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართა. კომპოზიტორს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. სამძიმარზე, პრემიერი და მთავრობის წევრების იმყოფებოდნენ. ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში მუსიკალური გაფორმების განყოფილების ხელმძღვანელად. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერები: კახეთო, ქუთაისო, იმერეთის ნიავო, ღმერთი სიყვარულისა სამშბობლო, თბილისო სიყვარულო და არაერთი. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენოსანი, 2012 წელს ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა.












