ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირებას, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეს, გადი აიზენკოტს დაავალებს
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირებას, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეს, გადი აიზენკოტს დაავალებს. აიზენკოტმა, რომელიც შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურია, უარი თქვა არაბულ პარტიებთან გაერთიანებაზე, რომელთა მხარდაჭერაც მას პარლამენტში მანდატების უმრავლესობას მოუტანდა. თუმცა, ამ პარტიების ლიდერებმა პირველ კანდიდატად მაინც ეიზენკოტი წარადგინეს. ვარაუდობენ, რომ აიზენკოტის კანდიდატად წარდგენას ხანგრძლივი მოლაპარაკებები მოჰყვება. მას მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს, რასაც, შესაძლოა, კიდევ 14 დღე დაემატოს.












