„დინამო არენაზე“, ბორის პაიჭაძის ძეგლის მიმდებარედ, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნების: მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძისა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი ვარსკვლავები გაიხსნა
„დინამო არენაზე“, ბორის პაიჭაძის ძეგლის მიმდებარედ, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნების: მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძისა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი ვარსკვლავები გაიხსნა. ფეხბურთელები გუნდს გასული საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში კაპიტნობდნენ და „დინამოს“ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებებში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ღონისძიებას ვეტერანი სპორტსმენები, გულშემატკივრები, ხელოვნების სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინიციატივა უეფა-ს მედია-ოფიცერს, მამუკა კვარაცხელიას, კულტურის პალატის პრეზიდენტს, დათო ოქიტაშვილსა და მის მოადგილეს, ალექსი საკანდელიძეს ეკუთვნით. პროექტს სპორტის სამინისტრომ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ დაუჭირეს მხარი. ვარსკვლავის გახსნაში მონაწილეობა გარდაცვლილი გიორგი ნემსაძის შვილმა მიიღო.


















