ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და ზეწოლის მცდელობებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ღია ეთერში“ ილაპარაკა
ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და ზეწოლის მცდელობებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ღია ეთერში“ ილაპარაკა. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველო არ უნდა დათანხმდეს ისეთ ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენული გადაწყვეტილებების დათმობას მოითხოვს. მისივე თქმით, უცხოეთიდან წამოსულ ზეწოლას ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებზე მიღებული მილიონ 120 ათასზე მეტი ხმა პასუხობს. გამჭვირვალობის კანონების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე კი განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის განახლებისთვის მზადაა, თუმცა მხოლოდ თანასწორობისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.


















