პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო დაპირისპირება მწვავდება
პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო დაპირისპირება მწვავდება. ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვიეჩკოვსკისა და მის მოადგილეს შენობაში შესვლა შეუზღუდეს, სხვა მოსამართლეებს კი ვიზიტის წინასწარ შეთანხმება მოსთხოვეს. გადაწყვეტილება ანა კორ ვინ-პიოტროვსკამ მიიღო, რომელიც თავს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევს. ვითარებას ტრიბუნალის შენობასთან მომიტინგეთა აქცია და დაკავებები მოჰყვა. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მომხდარს საკონსტიტუციო ორგანოს ძალისმიერი ხელში ჩაგდების მცდელობა უწოდა. ხოლო ოპოზიციის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ მომხდარი პროგრესირებად სახელმწიფო გადატრიალების ეტაპად შეაფასა.


















