ირანმა შესაძლოა დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება
ირანმა შესაძლოა დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება. ამის შესახებ ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა მოჰსენ რეზაიმგანაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში ირანის შეიარაღებული ძალები შეერთებულ შტატებს დამანგრეველ დარტყმებს მიაყენებენ, ჰორმუზის სრუტე კი დაკეტილი დარჩება მანამ, ვიდრე ირანის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.


















