საქართველოში ფრანგი ტუროპერატორების ჯგუფი იმყოფება
საქართველოში ფრანგი ტუროპერატორების ჯგუფი იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ცხრა ფრანგული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ეცნობა. სტუმრებმა თბილისი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა, წინანდალი და ლოპოტა მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში ქართველ ტუროპერატორებთან „ბი თუ ბი“ შეხვედრაც გაიმართა, სადაც საფრანგეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული პაკეტების შექმნის შესაძლებლობები განიხილეს.


















