პოლონეთში მიმდინარე პროცესებს ევროკომისიაც გამოეხმაურა
პოლონეთში მიმდინარე პროცესებს ევროკომისიაც გამოეხმაურა. როგორც „ევრონიუსს“ ევროკომისიის წარმომადგენელმა განუცხადა, ბრიუსელი ვითარებას ყურადღებით აკვირდება და პოლონეთის ხელისუფლებას საკონსტიტუციო ტრიბუნალის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ტრიბუნალის რვა ახალი მოსამართლის დანიშვნა პოლონეთის პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა.


















