ფინანსური განათლება მოსწავლეებისთვის
ფინანსური განათლება მოსწავლეებისთვის. ეროვნული ბანკი ახალ პროექტს იწყებს. „ფინანსური განათლების ავტობუსი“ სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მოემსახურება და მოსწავლეებს ფინანსური ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროექტის განხორციელებისთვის ეროვნულ ბანკს, განათლების სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


















