იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება. ღონისძიების თემა არის „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“. ფესტივალი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ – გაიხსნა. წელს პირველად, თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ჰყავს „საპატიო სტუმარი“ – საფრანგეთის კინოთეკა.



















