ჩუღურეთის რაიონში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება
ჩუღურეთის რაიონში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩადო. დასახლებაში ახალი ბაღი კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ხუთი ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე აშენდება, ორ-სართულიანი შენობა. ლაპარაკია 180-მდე აღსაზრდელზე. პროექტისთვის ბიუჯეტიდან ცხრა მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.



















