მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



















