ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტმა სტაჟიორებისთვის ღონისძიება გამართა
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტმა სტაჟიორებისთვის ღონისძიება გამართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა მიმართეს. სტაჟიორებმა მოხსენებები მოისმინეს თემებზე: „საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა და მისი როლი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში“ და „ქრისტიანობა როგორც ადამიანთან ურთიერთობის ფუნდამენტი“. გაიმართება რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს „ტერცო მონდოსა " და ვიდეორგოლების „მომლოცველობითი მსვლელობები“ და „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ჩვენებებიც.



















