გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ერევანში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალში მონაწილეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ერევანში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალში მონაწილეობს. საქართველოს პავილიონში გაიმართა ღონისძიება „დაცული ტერიტორიების გაძლიერება ბერნის კონვენციის ფარგლებში“, სადაც დავით სონღულაშვილმა ილაპარაკა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. ყურადღება გამახვილდა ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.



















