საქართველოში, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ
საქართველოში, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ. დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები უკვე იმყოფებოდნენ თბილისის იუსტიციის სახლში, ასევე გაეცნობიან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას.



















