პოლიტიკო ფაიზერგეითსის სკანდალურ საქმეზე წერს
პოლიტიკო ფაიზერგეითსის სკანდალურ საქმეზე წერს. მედიის ცნობით, ევროპული პროკურატურის გამოძიებაში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კომპანია ფაიზერის ხელმძღვანელის ვაქცინების შესყიდვის მოლაპარაკებას ეხება, თითქმის არანაირი წინსვლა არ შეინიშნება. გამოცემის წყაროს ცნობით, ფონ დერ ლაიენს ევროპის პროკურატურისთვის ჩვენება ჯერ კიდევ არ მიუცია. ევროპულმა პროკურატურამ ფაიზერგეითსის საქმეზე ბელგიის პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება 2024 წელს გადაიბარა.



















