კულტურის მინისტრი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა. მაია ბითაძე მუზეუმის საქმიანობის ანგარიშს და არსებულ საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე. 2027 წელი სიღნაღის მუზეუმისთვის საიუბილეოა - მუზეუმს დაარსებიდან 80 წელი, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთებიდან 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.














