აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი შუამდგომლობები განიხილეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი შუამდგომლობები განიხილეს. აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 75 ოჯახს მილიონი ლარის დახმარებას გამოუყოფს. წელს, ამავე მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება უკვე გაეწია 618 ოჯახს.














