იაპონიის ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებას ითვალისწინებს
იაპონიის ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებას ითვალისწინებს. პროექტი მიზნად ისახავს იმ ფიზიკური, თუ იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას, რომლებიც უცხოური სახელმწიფოების დავალებით ან კონტრაქტით ეწევიან საქმიანობას. ახალი ჩარჩო ძირითადად შეეხება პოლიტიკურ კონსულტანტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და სარეკლამო სააგენტოებს. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის ანალოგიური მოდელის მსგავსად, რეგულაციებში შესაძლოა მოჰყვეს სოციალური მედიის აქტივობებიც.














