თბილისი რიგით მეორე ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
თბილისი რიგით მეორე ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის ხელმძღვანელი. მათ ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დადებითი მაკრო ეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას. ეკონომიკის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი.














