ციცინო შავაძე მისი მეუღლის როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, დამკვეთის სტატუსით, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვს
ციცინო შავაძე მისი მეუღლის როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, დამკვეთის სტატუსით, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვს. როგორც ციცინო შავაძემ „ქრონიკასთნ“ განაცხადა, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით მოკლეს. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, მან აღიარა, რომ როინ შავაძე მოკლეს, მისი თქმით, ჯობდა სერჟანტი გაესამართლებინათ. პატიმარმა სააკაშვილმა გარდაცვლილს შეურაცხყოფაც მიაყენა და მას მოღალატე უწოდა. შავაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმჟამინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ სამხედროები ბრძოლის ველზე მიატოვეს. ეს იყო მოტივი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო ჯერ მუქარა, წამება და ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა.














