რატომ უნდა აიკრძალოს 5 პარტია - ამ საკითხზე პლენარულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა მმართველმა გუნდმა
რატომ უნდა აიკრძალოს 5 პარტია - ამ საკითხზე პლენარულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა მმართველმა გუნდმა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიციურ სპექტრს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათ ჰქონდათ რევოლუციის და ძალადობრივი დამხობის 6 მცდელობა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში აგენტურული ოპოზიციის ადგილი არ არის. უმრავლესობის პოლიტიკურ განცხადებებს გახარიას თანაპარტიელების გაღიზიანება მოჰყვა.














