ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ელაპარაკნენ
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ელაპარაკნენ. ინფორმაციას ფინეთს პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. სტუბმა პუტინთან დისკუსიას გულწრფელი და არსებითი უწოდა. ფინეთს პრეზიდენტის განცხადებით, ომს პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე და ომის დასრულებას პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება. სატელეფონო საუბრამდე, ალექსანდრ სტუმბამ აღნიშნა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენისთვის ახალი მექანიზმებია საჭირო.














