ბათუმში ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, მინი-ფეხბურთის რიგით მე-7 საერთაშორისო მედია ტურნირი გაიმართა
ბათუმში ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, მინი-ფეხბურთის რიგით მე-7 საერთაშორისო მედია ტურნირი გაიმართა. წელს შეჯიბრში 8 ქვეყნის მედია ნაკრები მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც ჩვენი გუნდი ანგარიშით 2-3 დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მედია ტურნირის გამარჯვებულს მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ ექსკლუზიურად შექმნილი მთავარი პრიზი გადაეცა, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსან გუნდებს მედლები და სამახსოვრო პრიზები.













