პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას ზურაბ ჯაფარიძის საზღვრის აკრძალვა თურქეთისთვის არ მოუთხოვია
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას ზურაბ ჯაფარიძის საზღვრის აკრძალვა თურქეთისთვის არ მოუთხოვია. როგორც კოტრიკაძემ ქრონიკას განუცხადა, რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ მათგანაც არ ყოფილა სასაზღვრო კონტროლის მოთხოვნა. თურქეთის აეროპორტში დაკავების შესახებ ინფორმაცია თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება. ჯაფარიძე ამბობს თბილისში ხვალ აბრუნებენ













