ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტის ტრი კაფტას გაცემა ბენეფიციარებისთვის უახლოეს დღეებში დაიწყება
ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტის ტრი კაფტას გაცემა ბენეფიციარებისთვის უახლოეს დღეებში დაიწყება. „ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. აღნიშნული პროცესი მკურნალობის უსაფრთხოდ დაწყებასა და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობის დაგეგმვას ემსახურება.













