საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია პოლიტიზებულია
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია პოლიტიზებულია. მმართველ გუნდს ამის თქმის საფუძველს ვენეციის კომისიის დასკვნა აძლევს, რომელშიც წერია, რომ გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონები ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ დასკვნა რეალობას აცდენილია, ვენეციის კომისია კი მიკერძოებულ შეფასებებს ეყრდნობა.













