ალბანეთში სტუდენტების პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა
23 დაკავებული და 13 დაშავებული. ალბანეთში სტუდენტების პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა. ტირანაში, განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა უწყების შენობას ქვები და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციაზე დაშავებულთა შორის, 6 სამართალდამცველი, ერთი ჟურნალისტი და ერთი დიპლომატია. პოლიციამ დღეს კიდევ 16 აქტივისტი დააკავა.













