საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის თარიღი ცნობილია
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის თარიღი ცნობილია. ხუთი პარტიის აკრძალვის თაობაზე სხდომა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური პარტიები სარჩელის განხილვის დეტალებში არ შედიან, მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ეს პროცესი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპონენტების მიერ არგუმენტებზე საუბრისგან თავის არიდება ქართულ ოცნებას გამჭვირვალობის კანონს და ოპოზიციის მაშინდელ მდგომარეობას ახსენებს. გედევან ფოფხაძე საკითხის შეფასებისას აჯანყებაზე ალაპარაკდა.













