დღეს სვეტიცხოვლობაა
დღეს სვეტიცხოვლობაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ სინოდის წევრებთან ერთად წირვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. წირვას დაესწრნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე უცხოეთიდან ჩამოსული მაღალი იერარქები. მათ სიტყვის მიმართეს მორწმუნეებს. აღინიშნა, რომ წელს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, რადგან აღინიშნება საქართველოში ქროსტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ი წელი.













