ვინ გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი
მსოფლიო

ფრანსუა ფიიონი
2017 წლის 23 აპრილს საფრანგეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი გამოიკვეთა.
საზოგადოებრივი კვლევებისადმი სერიოზულად შერყეული ნდობის ფონზე, რაც ამერიკის არჩევნებმა განამტკიცა, მემარჯვენე ცენტრისტებმა შიდა პარტიული არჩევნების პირველი ტური გამართეს. მაშინ როდესაც კვლევებით ამ პარტიიდან ფავორიტად ალენ ჟუპე (ყოფილი პრემიერმინისტრი, სარკოზის კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი) მიიჩნეოდა, პარტიამ „რესპუბლიკელები“ უპირატესობა ფრანსუა ფიიონს მიანიჭა. მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრეზიდენტი, 61 წლის ნიკოლა სარკოზი, რომელმაც თავის მომხრეებს ფიიონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
27 ნოემბერს დაგეგმილი შიდაპარტიული პრაიმერიზის მეორე ტურში ფიიონი და ჟუპე იბრძოლებენ.
გაზაფხულის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიიდან „ნაციონალისტური ფრონტი“ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს მარინ ლე პენი. მემარცხენეების კანდიდატი ჯერ უცნობია, თუმცა ვინც არ უნდა იყოს ის, მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის დაბალი რეიტინგის ფონზე, სპეციალისტების აზრით მათი შანსები ძალიან მცირეა. მემარცხენე ფრონტს წარმოადგენენ არნო მონტებური და დამოუკიდებელი კანდიდატი ემანუეკ მაკრონი. მემარცხენეებს ყველაზე ცუდ შედეგს უწინასწარმეტყველებენ, თუკი კენჭისყრას გადაწყვეტს მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.
კანდიდატების პოზიცია რუსეთის მიმართ ასეთია: ზომიერ მემარჯვენეებში ყველაზე კრიტიკული იყო ჟუპე. ფიიონი 2012 წლიდან თანმიმდევრულად უჭერდა მხარს რუსეთს სირიაში და ეწინაარმდეგებოდა ეკონომიკურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.
კრემლის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა ფრანსუა ოლანდი, ხოლო ულტრამემარჯვენე ლე პენი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინით აღფრთოვანებულია. დღევანდელი სურათით, საფრანგეთის პრეზიდენტობის რეალური პრეტენდენტებიდან ორი - ფიიონი, ლეპენი - მოსკოვისთვის მისაღებია.





